17 და 18 დეკემბერს „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს „სამსუნგის“ ბრენდის ტექნიკაზე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია „სამსუნგის“ ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული ასორტიმენტი.
”აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ „სამსუნგის“ ბრენდის სმარტფონები, ტელევიზორები, ნოუთბუქები, სარეცხის მანქანები, მაცივრები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ფასდაკლება მოქმედებს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც”, – აღნიშნეს ”ელიტ ელექტრონიქსში”.
ცნობისთვის, „ელიტ ელექტრონიქსი“ ”სამსუნგის” ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეიძინოს ”სამსუნგის” ბრენდის ყველა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.