”ელიტ ელექტრონიქსმა” ახალციხეში, კოსტავას ქ. 39ა-ში ტექნიკის პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი დახვდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ელიტ ელექტრონიქსიდან” აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.
მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები – Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.