LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ელიტ ელექტრონიქსის“ ყველაზე დიდი მაღაზია ბათუმში გაიხსნა

640

ბათუმში, ”ელიტ ელექტრონიქსმა“ ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებების აქციას სთავაზობს. შეთავაზება ძალაშია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

”მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი – ეს ის შეთავაზებებია, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს უკვე ტრადიციულად სთავაზობს. ”ელიტ ელექტრონიქსი“ ტექნიკის პირველი მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც გარდა ტექნიკის დიდი არჩევანისა, გამოირჩევა მაღაზიათა ქსელის უნიკალური კონცეფციით.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, Sony-ს, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს, Philips-ის, Acer-ის, Lenovo-ს da Samsung-ის შოურუმები. ასევე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მაღაზიაში “ბოშისა” და “სიმენსის” ბრენდის სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე მაღალი კლასის ექსკლუზიური მოდელები შეიძინონ. შეგახსენებთ, „ელიტ ელექტრონიქსი“ არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ხოლო LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებში მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ბავშვთა სივრცითაც. ამასთან, პირველად ქალაქ ბათუმში „ელიტ ელექტრონიქსმა“ წარმოადგინა Live Kitchen- სამზარეულო, სადაც შეფ-მზარეულები მომხმარებლებისთვის კულინარიულ შედევრებს შექმნიან თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკის დახმარებით.

ბათუმში ახალი მაღაზიის გახსნის ცერემონიას კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი და ”სამსუნგის” ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ: ”სამსუნგის” CIS-ის ქვეყნების დირექტორი, იუტაკ კიმი და კავკასიის რეგიონის დირექტორი, დაესონგ რა.

ცნობისთვის, „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია საქმიანობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები