LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კილაძე პარტიას ქმნის – რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა

326
ელისო კილაძე

„ქრონიკა+“-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის განცხადებით, იგი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

ამის შესახებ მან თავისივე დაარსებულ Cnews-სთან ინტერვიუსას განაცხადა.

კილაძის თანახმად, 2024 წელი იქნება ის თარიღი, როდესაც პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა, მისივე განცხადებით, პოლიტიკაში მისი ჩართვა შეიძლება, მაგალითად, „რუსეთის მიერ საქართველოში კიდევ ერთხელ შემოჭრამ დააჩქაროს“.

კილაძე აცხადებს, რომ პარტიის სახელი და კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვს.

Cnews-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კარგად ხვდება, რომ მის გადაწყვეტილებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება.

„მარტივი რეცეპტი მაქვს ასეთი ადამიანებისთვის: სტაფილოს წვენიც შველის და ცივი წყალიც უფასოა“. – აცხადებს კილაძე.

მისივე თქმით, მის პარტიაში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები იქნებიან, თუმცა მათ დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„კარგ პოლიტიკოსს სჭირდება მარტივი რამ:

არ უნდა დაექვემდებაროს შანტაჟს, არ უნდა იყოს კორუმპირებული და კომპრომეტირებული, არ უნდა წაუცდეს ხელი ისეთ ფულზე, რომელიც არ არის მისი და უნდა ჰქონდეს ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა.

სინამდვილეში, პოლიტიკოსობა ძალიან მარტივია, უბრალოდ, ესენი ართულებენ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ. როცა მათ ვუყურებ, ყველა გამოსვლის მიღმა ვიცი, რა დევს, რომელი ხდება კომპრომატის გამო.

ზოგჯერ წამიცდება ხელი, ვწერ და შემდეგ ვჯავრობ, რა გადაუღეს ასეთი. ასევე ჩანს ისიც, რომელია, მაგალითად, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მარტივია და ზედაპირზე დევს.

მიმაჩნია, რომ ეს თვისებები, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი მაქვს.“ – ამბობს კილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები