LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების შესახებ სტატუსს აქვეყნებს

59

გაზეთ “ქრონიკა+” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების შესახებ სტატუსს აქვეყნებს. “მეორე საათია ჩემს შვილთან ადვოკატს არ უშვებენ – ან ნაცემია,ან ჩადებას ვერ აპრავებენ. სახალხო დამცველს მიაწვდინეთ ხმა კოლეგებო!!!! გამომძიებელი არც მესიჯებს პასუხობს,არც სატელეფონო ზარს!!!!”, – წერს კილაძე ფეისბუქგვერდზე.

როგორც ფორტუნას შსს- ში განუცხადეს, ინფორმაცია პირის დაკავების შესახებ არის პერსონალური ინფორმაცია, შესაბამისად ვინ არის ამ დროისთვის დაკავებული სამინისტროში არ აკონკრეტებენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის ინიციალებია დ.ხ.. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები