LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ჯარიაშვილი: „ქირქილებენ, ერთნი – ვირთხები ხართო, მეორენი – სისხლიმსმელებიო!..“

839

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეარხის ჟურნალისტები მის დატოვებას აპირებენ. ელისო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„ქირქილებენ, ერთნი – ვირთხები ხართო, მეორენი – სისხლისმსმელებიო! აღტაცებულებიც ირევიან, – წავიდნენ ჟურნალისტებიო. ცუდი ამბავი მაქვს სამივე კატეგორიისთვის: არსად წავსულვართ და არც წავალთ, არაფრის გვეშინია და იმდენი პასუხისმგებლობაც გვყოფნის (ჩამოვლილი კატეგორიებისგან განსხვავებით), რომ ხალხს მოვუფრთხილდეთ (როგორც შეგვიძლია). და თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ჯახი“ გვინდა ან მსგავსი „სცენარის“ შესახებ ვიცოდით, უკიდურესად ღრმადაა შემცდარი, მხარდამჭერებს შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც იდგნენ ეს დღეები, ზოგის შვილი, ზოგის მშობელი, ზოგის მეუღლე. იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ ჩვენი ოჯახია, ამ ოჯახს პრინციპული, ღირებულებების, იდეების, პასუხისმგებლობის მქონე წევრები ჰყავს და ალბათ რთულია, წარმოიდგინო, რომ პროფესიის სიყვარულისა და პრინციპის გამო ისევ იქ იდგები, სადაც აქამდე დგახარ, ბოლო წუთამდე!“ – აღნიშნავს ელისო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები