LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე: „მიღალატეს საშინლად.. არასოდეს ვაპატიებ რაც გამიკეთეს “

1677
BeFunky-collage

პიანისტი და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე სტუმრობდა გადაცემას “სხვა კითხვები”, სადაც მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

“არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს, რაც მე მაგას გავუკეთე…” – ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილზე

პიანისტმა აღნიშნა, რომ მისი ნდობით ბოროტად ბევრჯერ უსარგებლიათ.

“თანდათან, ვხდები, რომ ყოველი დღე, რაც მოუცია ღმერთს არის საჩუქარი. ეს საჩუქარი არ არის იმისთვის, რომ ან ვინმეს გაუთავებლად სდიო ან მორალი ასწავლო ან რაღაცაზე ხარჯო დრო, ჩემთვის მიუღებელია.

ორი, სამი ადამიანი არსებობს, რომელსაც არასოდეს ვაპატიებ იმას, რაც გააკეთეს. მეგობრები იყვნენ და მიღალატეს საშინლად. ძალიან ცუდი რაღაცები გააკეთეს ჩემს წინააღმდეგ.

ეს იყო ჩემთვის დიდი გაუგებრობაც, ტკივილიც და ის ადამიანი, ჩემთვის არ არსებობს”, – თქვა ელისო ბოლქვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები