პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.
შესაბამის საკითხს დეპუტატებმა კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.
ბოლქვაძე ამ პოზიციაზე მმრთველმა გუნდმა წარადგინა და მის კანდიდატურას 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყო და კულტურის კომიტეტი ცალკე, რიგით მე-16 კომიტეტად ჩამოყალიბდა.