LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილს დაურეკეთ, მიშას დაავალოს, გუგავა მოვიდეს – საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა

278
FORTUNA.GE (64)

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მოწოდებას, რომ მისთვის დაერეკათ, ერთ დღეში 300-ზე ადამიანი გამოეხმაურა.

„300-ზე მეტი ზარი შემოვიდა დღეს! მადლობა თითოეულ თქვენგანს! ალეკო გისმენთ, გისმენთ და კიდევ ერთხელ გისმენთ: 593584052“, – წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილის უჩვეულო მოწოდებამ სოციალური ქსელი ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

„ალეკო ელისაშვილი არა, ალოსაშვილი“;

„ელისაშვილს დაურეკეთ, მიშას დაავალოს, გუგავა მოვიდეს“.

სოციალურ ქსელში შექმნილ მხიარულებას, „ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავაც შეუერთდა.

“გუგავა მოვა” საერთო ეროვნული მხიარულება გამოიწვია და ამ საარჩევნოდ რას ვხედავთ. “დაავალე მიშას”, “გისმენს ალეკო”, “გამოგივლის გრიშა”, “შემოგევლოს ბიძინა” და ა.შ.
მოკლედ, კლასიკა უკვდავია,
გუგავა მოვა“, – წერს გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობამ“ახალი კამპანია დააანონსა Эდაავალე მიშას”, ხოლო ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა ტექსტით – “ალეკო გისმენთ” და საკუთარი ნომერიც „გაწირა“ და ბანერზე განათავსა.

არა მგონია, ისეთი იმიჯი ჰქონდეს, რომ მაინცდამაინც ქალებზე ჰქონდეს გათვლა: რატომ განათავსა ელისაშვილმა საკუთარი ნომერი ბანერზე

„დაავალე მიშას“: „ნაციონალური მოძრაობა” დავალებებს ელის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები