LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი წულუკიანს: გაოგნებული ვარ, ერთხელაც არ ახსენეთ გელათი – იმ მავნებლობისთვის, ვინმე დაისაჯა? ისევ თუნუქითაა გადახურული თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით?

205
BeFunky-collage (7)

გაოგნებული ვარ, რომ ამხელა მოხსენების დროს ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.

„თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? როგორც ვიცი, „იუნესკოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ახლა, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი ლიტერაზე

წულუკიანი: ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არა ჰყავს ცხენი

წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია

დღეს ქართული თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ, ხანდაზმულ რეჟისორს – წულუკიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები