LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „სუს-მა დაავალა, რომ ვიღაცას ჯაფარიძისთვის ჩაერტყა, ვიღაცას ბერძენიშვილისთვის.. „ოცნება“ მთავარი საფრთხის სახით „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგავს და უნდა, პარალელური საფრთხე შექმნას“

182
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ლევან ბერძენიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობა „სუს-ის მიერ არის ორგანიზებული“.

როგორც ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარალელური საფრთხის შექმნა უნდა“.

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

„რომ გითხრათ თავდამსხმელს ხელში ცელოფანი ეჭირა, ნაყიდი ჰქონდა კვერცხები და შემთხვევით გამოადგა, არა! კვერცხი თავიდანვე მისი იარაღი იყო“ – ლევან ბერძენიშვილი

„ამ ხალხს სუს-მა დაავალა, რომ ვიღაცას ზურა ჯაფარიძისთვის ჩაერტყა, ვიღაცას ლევან ბერძენიშვილისთვის. „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე.

ყავლი გასდის, ძალიან სასაცილო ხდება „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა სააკაშვილის გამოაშკარავდა. სინამდვილეში აღვირახსნილი და ზნედაცემული სიმულანტია. არანაირი „პოლონიუმი“ არ დაულევია.

ცოლის დაფეხმძიმების თავი თუ გაქვს, შე ოხერო რას ატყუებდი წელიწად-ნახევარი ამ ქვეყანას? რა დღეში იყავი? სამარცხვინო ხალხი რომ იძახდა: „ისეთი, რაღაც ჭირს, თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანეს, არაფერი ეშველება“. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არაფერი არ სჭირსო და თვითონაც მოყოჩაღდა. ახლა გაახსენდა, რომ 100 %-ით საქართველოს პოლიტიკაში უნდა ჩავერთოო.

„ქართული ოცნება“ მთავარი საფრთხის სახით „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგავს და ახლა უნდა, რომ პარალელური საფრთხე შექმნას“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი 

ელისაშვილი „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებსაც გამოეხმაურა და მას ზღაპარი უწოდა:

Edison Research – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობას“ – 25% 

„ედიოსნ რისერჩი“ და ეს სიაფანდობა სულაც არ მაინტერესებს, ეს „ნაციონალების“ მიერ ჩატარებული კვლევაა. ეს კვლევა ზღაპარი და სიაფანდობაა. რეალობას არჩევნები გვაჩვენებს. ვისაც უნდა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს, მზად ვარ ყველას ველაპარაკო.

მავნებლური ძალა და მსოფლიო მასშტაბის სიმულანტის, სააკაშვილის თამადობით არ უნდა დაბრუნდეს. ვისაც ეს უნდა, მზად ვარ ყველას ველაპარაკო“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.