LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს, ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და საქართველო დაბომბილი დავინახო.. რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით

72
BeFunky-collage (11)

პარლამენტში მიმდინარე დებატებზე დღეს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში – ელისაშვილი უკრაინის დასახმარებლად ინიციატივით გამოდის

“ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ჩვენ რუსეთს რაღაცაში ვეთანხმებით, ამას მტკიცებულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული და ბავშვები ეღუპებათ, სახლ-კარი არ აქვს ათიათასობით ადამიანს.

თუნდაც შეეშალოთ, ის პასუხები პასუხები იყო, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან ისმოდა? ის ხალხი ჩვენ მაგივრად იბრძვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ნუთუ ეს არ გესმით?

ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა “ჯართი” ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ, ჩვენს მეგობარს ბრძოლაში დავეხმარებით და სანაცვლოდ უკეთესს მოგვცემენ. ნუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს, ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და საქართველო დაბომბილი დავინახო, მაგრამ ჩვენი ნაწარმოები ჩაფხუტი, ჯავშანჟილეტი ან საევაკუაციო მანქანა რომ მივცეთ, ეს ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ? რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით?” – განაცხადა ელისაშვილმა.