LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი კალაძეზე: „მერობის მეორე ვადის მეექვსე წელს ქალაქის მერი მიხვდა, რომ ქუჩები მოსარეცხია.. რამხელა გარღვევაა, რამხელა წინსვლა ღმერთო ჩემო“

262
ფორტუნა - 2023-04-18T124925.487

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფეისბუკგვერდზე ეხმაურება დედაქალაქის მერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ქუჩები ორშაბათიდან მოირეცხება.

ალეკო ელისაშვილი წერს, რომ ეს „ძალიან დიდი გარღვევა“.

„მერობის მეორე ვადის მეექვსე წელს ქალაქის მერი მიხვდა, რომ ქუჩები მოსარეცხია. რამხელა გარღვევაა, რამხელა წინსვლა ღმერთო ჩემო.“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერია ქუჩების სისტემატურად მორეცხვის პროექტს იწყებს.

კახა კალაძე: ორშაბათიდან თბილისში ქუჩების მორეცხვა დაიწყება, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები