Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ

126
20171121161126

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ, – ამის შესახებ შპს ელიავას ბაზრობის წარმომადგენელმა, თენგიზ შოშიაშვილმა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„დაანონსებული იყო, რომ 1-ელ თებერვალს უნდა გავხსნილიყავით. მერე გავიგეთ, რომ გახსნა გადაიდო 15 თებერვლამდე. ჩვენთვის გაუგებარია რატომ გვბლოკავენ, მით უფრო როცა იციან, რომ ღია სივრცეში უნდა ვიმუშაოთ. თანახმა ვართ თანამშრომელთა ტესტირებაზე. ჯამში 13 შპს-ია ჩვენთან და უამრავი ადამიანი უმუშევრად დარჩენილია. მათ უკან ოჯახები დგას, ვითარება საკმაოდ რთულია,“ – განაცხადა შოშიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, ბაზრობების გახსნის თარიღი შეიცვალოს. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი რჩება, თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები