ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი გუდაურის ქუჩაზე რკინის საამქროს მიმდებარედ, ავტოსახელოსნოში გაჩნდა, ამ დროისათვის ადგილზე მეხანძრე-მაშველების 4 ბრიგადა მუშაობს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვცრელდება. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.