თბილისში ელიავას ბაზრობაზე ხანძარი დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ხის საწყობიდან 15-მდე მაღაზიას მოედო.
ბაზრობაზე 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობის ტერიტორია.
ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.