ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს.
ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეწილეს, ზაზა მეტრეველის განცხადებით, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი, დავით ნარმანია შეხვდა და დაჰპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.
ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაჰპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.
”ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს,” – განაცხადა ზაზა მეტრეველმა.
თბილისის მერის დაპირების თანახმად, ტერიტორია ბაზრობის გადატანის გარეშე გამწვანდება.