LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროსაყინულეში ჩასვენებული მამაკაცი ცოცხალი არ ყოფილა – შსს

1893

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისში მამაკაცს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეცდომით დაუდგინა გარდაცვალება, სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც ელექტროსაყინულეში ჩაასვენეს და შუშაც ამის გამო დაიორთქლა. იგი ხელახლა სხვა კლინიკაში არ გადაუყვანიათ და ექიმებმა გარდაცვალება შეცდომით არ დაადგინეს.

საინფორმაციო სააგენტოს kutaisitoday ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი  ელექტროსაყინულეში გაადასვენეს, ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ  საყინულე დაიორთქლა, მისი გახსნის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ელექტროსაყინულეში ჩასვენებული ადამიანი ცოცხალი იყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე კიდევ ერთი ბრიგადა გამოიძახეს,  მათ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ განყოფილებაში გადაიყვანეს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს, თუმცა, საბოლოოდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები