LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარების ბრიტანული მწარმოებელი Lunaz მუშაობას წყვეტს

107
lunaz

ბრიტანულმა ფირმა Lunaz-მა მუშაობის შეწყვეტა გადაწყვიტა. 2018 წელს დაარსებულმა Lunaz Group-მა, რომელიც კლასიკურ ავტომობილებს მდიდრულ ელექტროქარებად აქცევდა, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ოფიციალური მიზეზი, ბრიტანელი ტაბლოიდების ინფორმაციით, გახდა შიდა წვის ძრავის აკრძალვის გადავადება. კანონში ცვლილების გამო ბაზარზე ტრენდები შეიცვალა და ინვესტორებიც წავიდნენ.

ბაზარზე მომხდარი ცვლილებების გამო Lunaz-ს პერსონალის შემცირება მოუხდა. ამჟამად კომპანიაში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რათა ბიზნესი დაკორექტირდეს. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ შიდა წვის ძრავების მქონე ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვა 5 წლით გადადო – 2030 წლის ნაცვლად 2035 წლისთვის.

საინტერესოა, რომ Lunaz-ის ერთ-ერთი თაყვანისმცემელია ექს-ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელსაც ბრენდის აქციების 10 პროცენტი ეკუთვნის. ქორწილის აღსანიშნავად მან უფროს შვილს, ბრუკლინს ელექტრომობილი Jaguar XK140 აჩუქა, მოდელის ფასი 420 ათასი ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები