LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარები, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებენ

28
electrocar13

პოპულარული საიტის PArtCatalog ექსპერტებმა Google-ის 2021 წლის საძიებო სისტემა შეისწავლეს და იმ ელექტროქარების რეიტინგი შეადგინეს, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აბსოლუტური ლიდერი Tesla აღმოჩნდა, ამერიკულ ელექტროქარს რეიტინგის ოთხი პოზიცია ხვდა წილად, სულ პირველი ადგილი კი ბრენდის ყველაზე ახალგაზრდა მოდელმა – Model 3-მა დაიკავა. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაციას თვეში საშუალოდ 2 240 000-ჯერ ეძებდნენ.

მეორე ადგილზე საკმაოდ დიდი სხვაობით Tesla Model S გავიდა, ამ მოდელით თვეში 1 500 000-ჯერ დაინტერესდნენ. პოპულარული ელექტროქარების მესამე და მეოთხე პოზიცია Tesla Model Y-მ და Model X-მა გაინაწილეს, ორივე მათგანს თვეში 1 220 000 საძიებო მოთხოვნა დაუფიქსირდა.

ლიდერთა ხუთეულს ელექტრონული Audi e-tron ასრულებს, მილიონი ძებნით. მას კი ანალოგიური მაჩვენებლით Porsche Taycan მოჰყვება.

ყველაზე პოპულარული ელექტროქარების ათეულში მოხვდნენ ასევე – Volkswagen ID.4, Kia EV6, Hyundai Ioniq 5, Polestar 2, Ford Mustang Mach-E, Audi e-tron GT, Nissan Leaf, BMW i3 და BMW iX.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები