ელექტრონულმა Volkswagen-მა ერთდროულად ორი რეკორდი მოხსნა. რეკორდი კოლორადოს შტატში „Pikes Peak”-ის მთიანი რბოლის დროს ცნობილმა მრბოლელმა რომენ დიუმამ დაამყარა. Volkswagen I.D. R არამხოლოდ ყველა მონაწილეზე სწრაფი, არამედ სირთულეების დაძლევაშიც საუკეთესო იყო. მოდელმა 19,99 კილომეტრი და 156 მოსახვევი სულ რაღაც 57,148 წამში დაფარა. ეს კი 16 წამით უფრო უკეთესი დროა, ვიდრე ის რომელიც 2013 წელს 9 გზის მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ლებმა აჩვენა. სებასტიანი მაშინ Peugeot 208 T16-ით გამოდიოდა და მოდელს 875 ძალის განვითარება შეეძლო. რაც შეეხება ახალ რეკორდსმენს, როგორც დიუმამ ჟურნალისტებს განუცხადა ტრასის გავლა ბევრად უფრო სწრაფადაც შეეძლო, თუმცა ძლიერი ღრუბლიანობის გამო ხილვადობა დაკარგა და ბუნებრივია, ამან სიჩქარეზეც იმოქმედა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად დიდი მასისას ელექტრომობილები მაღალთმიან რეგიონებში უპირატესობით სარგებლობენ და ბევრად მეტი მოქნილობა აქვთ.