LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „GlobalGathering“ გაიმართა

69

“ბრავო რექორდსის” ორგანიზებით, გუშინ რუსთავში ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით “GlobalGathering” გაიმართა. ფესტივალი 11 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მოეწყო.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც უცხოელი ასევე ქართველი მუსიკოსები.

როგორც ფესტივალის დირექტორმა მაია ბიჭიკაშვილმა განაცხადა, ეს არის ლიცენზირებული მსოფლიო ღონისძიება რომლის მსგავსი ჯერ არ ყოფილა.

ორგანიზატორების შეფასებით, დაგეგმილი ღონისძიება პირველი ლიცენზირებული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საქართველოში ტარდება.

მათივე ინფორმაციით, “ბრავო რექორდსი” ორი წელია აღნიშნული ფესტივალის საქართველოში ჩატარებაზე მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები