LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული Jaguar l Pace-მა წყლის დაპყრობა სცადა

41

ბრიტანული ავტომწარმოებლის ყველგანმავალმა Land Rover Driving-ის გამოწვევა მიიღო და სპორტულ ღონისძიებაში Invictus Games Sydney 2018-ში გამოვიდა. ერთ-ერთი ეტაპი კი წყლით დაფარული მოედნის გავლა იყო და ავტომობილმა თავი ამ დავალებას საკმაოდ წარმატებით გაართვა.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კამპანიის დასაწყისში Jaguar Land Rover-მა I-Pace წარადგინა, როგორც პირველი ელექტროქარი, რომელსაც უგზოობისა და ჭაობების გავლაც კი შეუძლია. სიახლეს 50 სანტიმეტრამდე სიღრმის წყალშიც შეუძლია მოძრაობა, რაც ბევრად მეტია ვიდრე Subaru Outback-ისა თუ Jeep Cherokee-ს მაჩვენებელი. ელ-მობილი მოძრაობაში 200 ძალის მქონე ელექტროძრავს მოყავს და 0-დან პირველი „ასეულის“ განვითარება მას 4,8 წამში შეუძლია. ელექტრონული კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები