გაცოცხლებული პიკაპის Hummer პრემიერა 20 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და პრეზენტაციის შემდეგ წინასწარი შეკვეთების მიღებაც დაიწყება.
ყველაზე ცხელი ამერიკული ელექტრონული პიკაპის პრეზენტაცია თავდაპირველად 20 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. პრეზენტაცია ხვალ შედგება და მაშინვე, ოფიციალურ საიტზე შეკვეთების მიღება დაიწყება. როგორც გამოცემა Automotive News იუწყება, ელექტრონული პიკაპის მიღების მსურველებს წინასწარი დეპოზიტის – 100 დოლარის გადახდას მოსთხოვენ.
მომავალ მფლობელებს პიკაპის ოთხი ვარიანტიდან ერთის შერჩევა შეეძლებათ. მათ ასევე უნდა მიუთითონ, თუ რომელი დილერისგან წაიღებენ თავის შეკვეთას.
Hummer EV–ს წარმოება მხოლოდ 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ელექტრონული მოდელი აგრეგატის რამდენიმე ვარიაციას მიიღებს და მათ შორის იქნება სამ–ძრავიანი მოდელი, რომელიც 1000 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. 0–დან 96 კმ–ს Hummer დაახლოებით 3 წამში განავითარებს.