ამიერიდან ელექტრომობილის დამუხტვა თბილისის აეროპორტშიც შესაძლებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა. ახალი სერვისით სარგებლობა ელექტრომობილის ნებისმიერ მფლობელს უფასოდ შეეძლება. აღნიშნული პროექტი ”ტავ ჯორჯიასა” და კომპანია E-space-ის თანამშრომლობის შედეგად განხორცილედა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან აეროპორტი ნაწილობრივ მზის ენერგიას მოიხმარს.