LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილის დამტენი სადგური თბილისის აეროპორტშიც განთავსდა

140

ამიერიდან ელექტრომობილის დამუხტვა თბილისის აეროპორტშიც შესაძლებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა. ახალი სერვისით სარგებლობა ელექტრომობილის ნებისმიერ მფლობელს უფასოდ შეეძლება. აღნიშნული პროექტი ”ტავ ჯორჯიასა” და კომპანია E-space-ის თანამშრომლობის შედეგად განხორცილედა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან აეროპორტი ნაწილობრივ მზის ენერგიას მოიხმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები