LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილების პირველი სწრაფად დასამუხტი სადგურები ავტობანზე მოეწყობა

166

ელექტრომობილების პირველი სწრაფად დასამუხტი სადგურები ავტობანზე დამონტაჟდება.

საქართველოში პირველი ელექტრომობილების სწრაფად დამტენი სადგურები მომავალ წელს თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”e-space”-დან აცნობეს, თბილისში დამონტაჟებული სადგურებისგან განსხვავებით, სწრაფად დამტენი სადგურებით სარგებლობა უფასო აღარ იქნება.

”ეს სულ სხვა სიმძლავრის დანადგარია და წარმოუდგენელია მისით უფასოდ სარგებლობა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მისი დამონტაჟება. პირველ რიგში ძირითად ავტობანებზე განთავსდება: თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ ტრასაზე, შემდეგ კახეთის გზატკეცილზე და ა.შ. იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეს ქსელი”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” კომპანიის წარმომადგენელმა.

სწრაფი დამტენით ელექტრომობილის სრულად დატენვა 15-30 წუთშია შესაძლებელი (გააჩნია სადგურის სიმძლავრეს)

კომპანიამ ელექტრომობილების დასატენი 2 სადგური თბილისში უკვე განათავსა.

tesla-supercharger-fast-charging-system-for-electric-cars_100403181_lთითო ავტომობილის სრულად დამუხტვას, სწრაფად დასამუხტი სადგურებისგან განსხვავებით, დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. მათით სარგებლობა წლის ბოლომდე უფასო იქნება.

დეკემბერში ასევე, იგეგმება მსგავსი სახის სადგურები კერძო ობიექტებზეც განთავსდეს.

e-space გეგმავს, რომ 2017 წლისთვის ქალაქში 100-მდე სტანდარტული სადგური განათავსოს. მათით სარგებლობა წლის ბოლომდე უფასო იქნება.

ასევე, მომავალი წლისთვის კომპანია ელექტრომობილების იმპორტს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტრომობილების იმპორტიორი კომპანიები საბაჟო პროცედურებისგან გათავისუფლებულები არიან.

 

თამთა უთურგაშვილი

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები