ელექტრომობილების გავრცელება დასამუხტი სადგურების მიმართ ახალ და ახალ ვანდალიზმს იწვევს. ერთი ასეთი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მიუნხენში დაფიქსირდა, სადაც ელ–ქარების მოწინააღმდეგეებმა ხორცის ფარში გამოიყენეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხორცმა დასამუხტი სადგური გააფუჭა და მისი გამოცვლა გახდა საჭირო. ვანდალები კი ჯერ–ჯერობით ვერ იპოვეს.
უცნაური მეთოდის გამოყენება გამოძიებას აფიქრებინებს, რომ ეს არ არის უბრალო ხუმრობა და საქმე კარგად ორგანიზებულ ჯგუფთან აქვს, ჯგუფთან რომელიც ელექტრომობილებს ყველა ხერხით ებრძვის.
ბავარიის დედაქალაქში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება, ისევე როგორც მთელი გერმანიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად თავდასხმის ობიექტები „ტესლას“ მფლობელები არიან ხოლმე, რადგან ბრენდის ცნობადობა ძალიან მაღალია.