დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე პროექტზე ისაუბრა, რომელიც ელექტრომობილების დამტენების დაყენებას ითვალისწინებს. კალაძემ ელექტომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუკი მიმართავენ მუნიციპალიტეტს, მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, სრულიად უსასყიდლოდ, ელექტროდამტენებს დაუყენებენ. მისი თქმით, ქალაქის გასავითარებლად და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს.
კალაძემ აღნიშნა, რომ ელექტროდამტენების დაყენების მოთხოვნები იყო, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დამტენები უკვე დამონტაჟდა: ვაკეში – აბაშიძის ქუჩაზე, გლდანში – მარატ ნოზაძის ქუჩაზე, მუხიანში – ნონეშვილის ქუჩაზე, ავლაბარში – წინანდლის ქუჩაზე (მეტრო “300 არაგველის” მიმდებარედ), დიდ დიღომში – თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში – თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაზე.
ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება პარკირება.
ახალი წლიდან დედაქალაქში ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
ავტობუსებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენენ.