ჰიპერმარკეტ AgroHub-ის პარკინგზე, კამპანიის – “მეტი ჟანგბადი ქალაქს” ფარგლებში, ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა.
დამტენი სადგურის მოწყობა კომპანია E-space_მა უზრუნველყო.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, აგროჰაბისა და E-space-ის თანამშრომლობა ელექტრომანქანების პოპულარიზაციისა და, რაც მთავარია, გარემოზე ზრუნვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
თბილისში, ელქტრომობილების დასამუხტი პირველი მოწყობილობები 2016 წლის ნოემბერში განთავსდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ადგილზე, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევში დამონტაჟდა. “ი-სფეისი” თბილისის სხვადასხვა უბნებში ჯამში 100-მდე მოწყობილობის დამონტაჟებას გეგმავს.
უახლოეს მომავალში, კომპანია გეგმავს საქართველოში პირველი სწრაფად დასამუხტი სადგურებიც მოაწყოს. მათი განთავსება ავტობანზე იგეგმება.