LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ელექტროენერგიის მოხმარების პიკს ვაღწევთ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მაინინგია” – მესტიის მერი

162
მესტია (1)

მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მაინინგია.

მისი განმარტებით, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების გამო, გადამცემი ხაზები ზიანდება, რაც ადგილზე ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვებს იწვევს.

“ელექტროენერგია სამწუხაროდ ისევ პრობლემაა. ამ დროს დიდი ყინვებია, ამიტომ მოხმარებაც დიდია. ამას ალბათ ემატება მაინინგიც. ელექტროენერგიის მოხმარების პიკს ვაღწევთ. ამის გამო ელექტროენერგიის გათიშვებიც საკმაოდ ხშირია.

სამწუხაროდ, მაინერებს კანონი არ არეგულირებს და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში. გამოსავალი არის ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, უნდა გამოირთოს ის, რაც არ არის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ამას მეც ვთხოვ მოსახლეობას,”- ამბობს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ მესტიაში 2021-2022 წლებში, 20.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა. კერძოდ, 2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 101,5 მლნ კვტ.სთ-ს უტოლდებოდა, ხოლო 2022 წელს მოხმარებამ 121,7 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები