LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს: პრემიერი

178
გახარია 22

დღეს, სემეკი დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, დენის ტარიფის მომატებას საზოგადოება ვერ იგრძნობს.

საქართველოს მთავრობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენს პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც როგორ საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავის ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსნებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე ,რუსთავსა და მცხეთაზე.

საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია სრულად დაასუბრისირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები