LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას საკრებულოს სხდომა სამართალდამცავების დახმარებით დაატოვებინეს

64

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, საკრებულოს სხდომა სამართალდამცავების დახმარებით დაატოვებინეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა გამოიძახეს.

საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომის გადადება მოითხოვეს.

პარტიის ლიდერების თქმით, არ დაუშვებენ, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.

ვითარების განსამუხტად საკრებულოში საპატრულო პოლიცია რამდენიმე წუთის წინ გამოიძახეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები