LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიამ პარტია “დროას” წევრები წარადგინა

36
image-2021-08-12-212935

„დროა“ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება.პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის წევრები წარადგინა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, „დროა“ პრინციპული ადამიანების ერთობას წარმოადგენს და მათი მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა.

„დღეს მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო და გავაცნო ახალი პოლიტიკური პარტიის „დროას“ გუნდი. ჩვენი პარტია არის არა ადამიანის, ან ერთის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია პარტიის და თანაგუნდელების სახელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია ოპოზიციის საერთო კანდიდატია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე. მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეა „გირჩი -მეტი თავისუფლებიდან.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები