LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: ვინც ვერ ჩააბარა, მათ მინდა ვუთხრა, მეც ერთი წლით გვიან ჩავაბარე და ჩემმა შვილმაც .. ყველა შებორძიკება თქვენ საფიქრალად და ძალად აქციეთ

123
ელენე ხოშტარია

ცოტა ხნის წინ ერთიანი ეროვნილი გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. სტუდენტის სტატუსი 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სტუდენტებს ულოცავს და მათ მიმართავს, მიმართავს, ვინც ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრა.

„ყველას ვინც სტუდენტი გახდა ვულოცავ. ოღონდ ვინც ვერ ჩააბარა მათ მინდა ყველაზე მეტი ვუთხრა. მეც ერთი წლით გვიან ჩავაბარე და ჩემმა შვილმაც. აი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როდის ჩააბარებ და რაც მთავარია, არანაირი ჩავარდნა და წარუმატებლობის განცდა არ აიკიდოთ.

მთავარია ფიქრი არ შეწყვიტოთ, რა გაინტერესებთ და რა გინდათ შეიძინოთ. ყველა შებორძიკება თქვენ საფიქრალად და ძალად აქციეთ. დამიჯერეთ – ეს უპირატესობაა.

თუ ვინმეს სურვილი გექნებათ პირადშიც ვიკონტაქტოთ. ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი ვერჩაბარების დარდი. აქციეთ ეს შესაძლებლობად❤️

ოღონდ ჯერ დაისვენეთ“❤️. – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

გაიცანით წარჩინებული სენაკელი აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს

ცნობისთვის, დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა:

„8 000 აბიტურიენტი გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები