LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე კალანდაძე: ,,მინდა ყველას გაგიზიაროთ ჩემი კოვიდ ისტორია და საზოგადოებაში არსებული ერთგვარი შიში და პანიკა ცოტათი მაინც გავანელო”

7496
unnamed (2)

ტელეწამყვანი და მომღერალი, ელენე კალანდაძე, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოვიდის შესახებ გამოცდილებას გვიზიარებს.

მინდა, ყველას გაგიზიაროთ ჩემი კოვიდ ისტორია და საზოგადოებაში არსებული ერთგვარი შიში და პანიკა ცოტათი მაინც გავანელო.
მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ვისაც გულის სიღრმეში ეშინოდა Covid 19 -ის. რა გასაკვირია ჰო? ამდენი ინფორმაცია ყოველდღიურად, მზარდი, დამთრგუნველი რიცხვები და მძიმე სტრესული აურა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და სრულიად დედამიწაზე. მაგრამ მეგობრებო, გარდაუვალია. შინაგანად მზად იყავით, რომ ერთხელ მაინც მოგვიწევს ამის გადატანა და შეხვდით მხნედ.

სანამ გავიგებდი, რომ კოვიდდადებითი ვიქნებოდი, ჩემი სიმპტომები შემდეგნაირი იყო: ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურა – 37. გამომდინარე იქიდან რომ ხშირად ვცივდები ხოლმე, ჩავთვალე, რომ ესეც მორიგი გაციება იყო, თუმცა, ტემპერატურამ ეჭვი გამიჩინა და სასწრაფოდ წავედი PCR-ის ტესტის გასაკეთებლად. ზუსტად ვიცოდი, რომ უარყოფითი ვიქნებოდი, რადგან არ მქონია კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ყველა რეკომენდაცია. ძალიანიაც შევცდი. სილასავით მომხვდა სახეში ჩემი ტესტის პასუხი. მეილი რომ გავხსენი, გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა, უცებ აღარ მესმოდა არაფერი გარდა ჩემი გულის ცემისა. მაგრად გამიტყდა და მერე შიშმა დამიარა. გამახსენდა ყველა ის ადამიანი, ვინც ნანახი მყავდა წინა დღეებში. ,,გადავდე ნეტა ვინმეს?!” – ესაა ყველაზე მურტალი შეგრძნება, რომელიც გაშინებს, თორე საკუთარი თავი იმ მომენტში მაგრად მეკიდა რაღა დაგიმალოთ.

პირველი დღე ვტიროდი, ყველას ვურეკავდი, ვწერდი, ვატყობინებდი ჩემს ამბავს და თან ვიაზრებდი რამხელა კლასტერს ვკრავდი. მეორე დღიდან უკვე შემოუძახე საკუთარ თავს, კარგად გავააანალიზე რომ ეს არის გარდაუვალი რამ და ყველა გადავიტანთ ადრე თუ გვიან. განწყობა ავიმაღლე, ხასიათზე მოვედი და შევეგუე ჩემს ძალიან კეთილ კოვიდს. შეიძლება ითქვას, სრულიად უსიმპტომოდ ჩაიარა ამ დღეებმა, თუ არ ჩავთვლით ტემპერატურას კვლავ 37. გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებს ამ ინფექციას, არ გამომიცდია საბედნიეროდ. იზოლაცია გავატარე სახლში, ყოველგვარი სისუსტისა და გართულებების გარეშე, შესაბამისად კაციც, ქალიც, ექიმიც ყველაფერი თავად ვიყავი ?

ყველანაირად შევეცადე ჩემი იზოლაცია ყოფილიყო ძალიან დადებითი და გამომივიდა კიდეც. ხვალიდან საოცარი შემართებით ვუბრუნდები ცხოვრებას ??

ასე რომ, მეგობრებო იმის თქმა მინდა რომ სახლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია უპრობლემოდ, მთავარია უსმინოთ თქვენს ორგანიზმს და ეკონტაქტოთ ექიმებს რაიმე ცვლილებისას. ნურაფრის შეგეშინდებათ. Stay strong! Be positive and enjoy life as it is ??

PS: ჩემს კლასტერს ჰყავს ერთადერთი წევრი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და გადაცემის პარტნიორი, მწერალი დათო გორგილაძე, რომელსაც ამ მომენტში ალბათ ვეზიზღები ?
სიყვარულით თქვენი ჰელენი❤

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები