ელენე კალანდაძე დათო გორგილაძესთან ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ რა პრობლემა ექმნება, როგორც მომღერალს, საქართველოში:
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. კი არ ვწუწუნებ. უბრალოდ, არსებული ვითარებით ვარ უკმაყოფილო. აქ აკეთო საქმე, ფული მუსიკით მხოლოდ შეუძლებელია. საარსებო მინიმუმზე არის ლაპარაკი. ჩემ გარშემო, თუკი ვინმეა მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, არ არსებობს, მხოლოდ ამ საქმეს აკეთებდეს, უწევთ სხვა საქმეების კეთება პარალელურად. ჩვენთან ძალიან რთულია, აკეთო ერთი საქმე თავიდან ბოლომდე – რომელიც გიყვარს და რომელიც მოგცემს შემოსავალს. ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ მუსიკა, რასაც მე და ერეკლე გეწაძე ვქმნით, საზოგადოებამ მოისმინოს. იცი, რამდენი მუსიკოსია თურმე? რამდენი ადამიანი ქმნის რაღაცას…“