LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ფოჩხუა: „არ მინდა, უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მეუღლეზე მეტი შემოსავალი მქონდა. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ…“

295
ელენე

ელენე ფოჩხუა ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, ორ შვილის მარტო გაზრდას როგორ ახერხებს:

„როცა ოჯახი მქონდა, მაშინაც დიდწილად იყო ჩემზე ეს პასუხისმგებლობა. არ მინდა, უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მეუღლეზე მეტი შემოსავალი მქონდა. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ხან ასე ხდება ხოლმე. ასე რომ, ამ გარემოებას შეჩვეული ვიყავი და არ შემშინებია, როცა მივხვდი, რომ მარტოს უნდა მიმეხედა შვილებისთვის. ყველა ქალს შეუძლია, დამოუკიდებლად გაიტანოს თავი. ბოლოს და ბოლოს სახლს დაულაგებს ვინმეს და შვილებს საჭმელს მიუტანს.

ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ქალი რასაც გაუმკლავდება ფინანსური გაჭირვების დროს, კაცი იმდენს ვერ შეძლებს. არ არის მარტივი გადასახადები, ბავშვების სწავლა და ათასი წვრილმანი, რომლებთან შეხებაც ყოველდღიურად გვიწევს…“

 

ელენე ფოჩხუა: „ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის მოლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს…“

ელენე ფოჩხუა: „ყოფილი ქმარი შეძლებისდაგვარად გვეხმარება, შვილებს ტელეფონებიც უყიდა და გოგონას სწავლის საფასურსაც იხდის…“

„მეუბნებოდა, მითხარი სად მუშაობ, მოგივარდები და თმით გითრევო“ – ელენე ფოჩხუას ყოფილი მეუღლის მეგობარი ქალი ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები