50 წლის მსახიობი ელენ პომპეო დაკს შეპარდის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ვრცლად ისაუბრა „გრეის ანტომიის“ მე-17 სეზონზე. იქამდე კი სერიალის ვარსკვლავმა პირველად აღიარა, რომ მე-11 სეზონის დასრულების შემდეგ წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ შეცვალა, რაც პროექტიდან მისი პარტნიორი, პატრიკ დემპსი წავიდა. როგორც პომპეო განმარტავს, ეს მან „რაღაცის დასამტკიცებლად“ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ელენ პომპეო სამედიცინო დრამაში, ექიმ გრეის როლში პირველად 2005 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ტელესერიალის უცვლელი სახეა.