ჟურნალი „ვოგი“ პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანის, ელენ დეჯენერესის ახალი რანჩოს ფოტოებს აქვეყნებს. დეჯენერესის ახალი სახლი კალიფორნიის მთებში, ქალაქ სანტა-მონიკაში მდებარეობს და იქ ტელეწამყვანი მეუღლესთან, პორტია დე როსისთან ერთად ცხოვრობს. ახალი სახლი დეჯენერესმა საკუთარი დიზაინით მორთო და მასში ქალაგგარეთ მდებარე ვილისა და ვინტაჟური ელემენტების სინთეზი იგრძნობა.
რანჩო რამდენიმე შენობა-ნაგებობისგან შედგება. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად რანჩო დიდი სივრცეა დიზაინერული ექსპერიმენტებისთვის. ავეჯი სპეციალური ტყავისგან არის დამზადებული, რომელიც მას სიძველის ეფექტს აძლევს. თავად ოთახები კი მინიმალისტურად არის დატვირთული და ყველგან თეთრი ფერი სჭარბობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახლის ექსტერიერი. უზარმაზარ ტერიტორიაზე აუმრავი ხეა, რომლის ქვეშაც მოსასვენებელი ზონებია მოწყობილი. ავეჯი აქ სპეციალური დამცავი მასალითაა დაფარული, რათა ის მზის გამოსხივებამ არ დააზიანოს.