სუპერქარმა Chevrolet Corvette Z06-მა, რომელიც ამერიკულმა ფირმა Genovation Cars-მა ელექტრომობილად გადააკეთა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 1,6 კილომეტრიან დისტანციაზე ავტომობილმა 306,42 კილომეტრ/საათი განავითარა.
ავტომობილმა თავის წინა მიღწევას 1,5 კილომეტრ/საათით აჯობა.
Corvette აღჭურვილია 600 ცხენის ძალიანი ორი ელექტროძრავით და აკუმულატორების კომპლექტით. სერიული სპორტქარი 505 ცხენის ძალიანი, რვა ცილინდრიანი და შვიდ ლიტრიანი ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი.