LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელეგანტური ლედი გაგა მაღაზიაში ლუდის შესაძენად შევიდა (ფოტოები)

55

ლეიდი გაგა ფოტოგრაფებმა ლონდონის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოსვლისას გადაიღეს, როცა ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი ეპატაჟური ვარსკვლავი პარკით ხელში გამოვიდა. მას გამჭვირვალე პარკი ეჭირა, რომელშიც 4 ქილა ლუდი ეწყო, რა თქმა უნდა ეს ფაქტი პაპარაცებმაც დააფიქსირეს.

გრემის მფლობელ მომღერალთან სელფის გადაღების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ ის  ფაქტი, რომ ლედი გაგამ გზა დაუთმო ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ეტლით პატარა ბავშვი მოყავდა.

რაც შეეხება ლედი გაგას სტილს, მას წითელი ფერის ატლასის ბლუზონი და შავი ელეგანტური შარვალი ეცვა. ხელში კი ბეწვის მოსასხამი ეჭირა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები