LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ეკონომმიქსი” ახალ მაღაზიებს ხსნის

1195

სუპერმარკეტების ახალი ქსელი ”ეკონომმიქსი” გაფართოებას და წლის ბოლომდე 20-ზე მეტი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ჭკუასელმა განუცხადა, ამ ეტაპზე  ”ეკონომმიქსი” თბილისში 4 მაღაზითაა წარმოდგენილი, თუმცა კიდევ ერთი ფილიალი 10 დღის განმავლობაში გაიხსნება.

”ეკონომმიქსი” ”ლიდერ-ფუდის” შვილობილი კომპანია და ის სრულად ქართული ინვესტიციებითაა შექმნილი. ჯერჯერობით ჩვენთან 100- ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, თუმცა სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და შესაბამისად, დასაქმებულების რაოდენობაც იზრდება. წელს ვეცდებით თბილისი ავითვისოთ და ყველა უბანში გავხსნათ მაღაზია, თუმცა, სამომავლოდ რეგიონებში გასვლასაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა ჭკუასელმა.

მისივე ინფორმაციით, ”ეკონომმიქსი” მომხმარებელს განსხვავებულ ინტერიერსა და კონკურენტუნარიან ფასებს სთავაზობს.

”გვაქვს საკვები პროდუქტები და ასევე, რაც ჩვენი უპირატესობაა, ხორცის ფართო ასორტიმენტი. ჩვენთან წარმოდგენილია ”ლიდერ-ფუდის” ხორცპროდუქტების ექსკლუზიური ხაზი, ასევე მუხრანის ხორცი”, – განმარტა კომპანიის მარკეტინგის მენეჯრემა.

სუპერმარკეტების ახალი ქსელი თბილისში 2015 წლის 22 დეკემბერს გამოჩნდა და დღეისთვის მაღაზიებს დიღომში, დიდ დიღომში, გურამიშვილის გამზერზე, ვარკეთილსა და საბურთალოზე ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები