LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 14 პოზიციით გაუარესდა

67
24232100-10156323351742971-9197583218463358556-n-768x509

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 71.8 ქულით, მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში, საქართველოს მდგომარეობა 14 პოზიციით გაუარესდა. საქართველოსთვის მინიჭებული 71,8 ქულა ბოლო 10 წელში უპრეცედენტოდ დაბალია — ქვეყანას ამაზე ნაკლები ქულა ბოლოს 2012 წელს ჰქონდა.

თუმცა, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო „უმეტესად თავისუფალი” ეკონომიკების ჯგუფში რჩება. 2022 წლის მსოფლიო რეიტინგში სომხეთი 58-ე, აზერბაიჯანი 75-ე, თურქეთი 107-ე, ხოლო რუსეთი 113-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ლიდერ სახელმწიფოებს, ესენია: სინგაპური, შვეიცარია, ირლანდია და ახალი ზელანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები