LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკურ სიძლიერეზე და საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას მოიტანს – პრემიერი

97

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა სამეგრელოში განხორიციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

“სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ასე რომ, ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გახლავთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი.

თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა.

“მინდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინეთ ქვეყანაში. დღემდე ჩვენ განვვლეთ მნიშვნელოვანი გზა, განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები ყველაზე საჭირბოროტო სფეროებში – ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში… ქვეყანაში მოვიტანეთ სტაბილურობა გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით და რა თქმა უნდა, წინ გვაქვს გზა, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც აუცილებელია, რომ წელში გამართულმა ვიაროთ და მომავალს იმედის თვალით ვუცქიროთ. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში,”- განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები