LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მარჟები იქნება მინიმალური – ლევან დავითაშვილი

76
ლევან-დავითაშვილი

ჩვენ ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სხვადასხვა ჯგუფთან და ვფიქრობ, რომ მათთან მკაფიოდ გაანალიზების შედეგად ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მარჟები იქნება მინიმალური, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნურად ფასების გაზრდის საშუალებას არავის მისცემენ.

„ჩვენ გვესმის, რომ საერთაშორისო ტენდენციას ვერ ავცდებით, თუმცა ჩვენი მთავრი ამოცანაა, ამ შემთხვევაში გაყიდვების მარჟები იყოს მინიმალური. კონკურენციის სააგენტოს პრემიერმა დაავალა ბაზრის მოკვლევა და საკმაოდ ღრმა ანალიზი გაკეთდა. შესაბამისად, ამ ინფორმაციებზე დაფუძნებით, ჩვენ ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სხვადასხვა ჯგუფთან და ვფიქრობ, რომ მათთან მკაფიოდ გაანალიზების შედეგად ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ მარჟები იქნება მინიმალური. სპეკულატიურად, ხელოვნურად ფასების გაზრდის საშუალებას არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ამაზე პრემიერ-მინისტრი მკაფიო განცხადებებს აკეთებს და ეს არის დავალება ჩვენ მიმართ, რომ მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია და შევინარჩუნოთ მინიმალური ფასები, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, თუმცა სამწუხაროდ, ტენდენციები სახარბიელო ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები