LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული

97

”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კვირიკაშვილი ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობა ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებით, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის უცხო და მიუღებელი მეთოდია.
” გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე. ეს ზომა გამოიყენებოდა წარსულში საქართველოში, ხშირად პოლიტიკური მიზნებით. ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერი არის უცხო. “,- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები