LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: საუბარი იმაზე, რომ ბაკურიანში „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი ნახა – უსამართლოა

100
103131458-3063399027083069-8212963405464600576-o

ნათია თურნავა ამბობს, რომ „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებით აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გავრცელდა, “თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით”.

მისივე თქმით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რისთვისაც საკურორტო ქალაქში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

„დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მშენებლობის არეალში მოექცა მიწის ნაკვეთი, რომელიც „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის. აღნიშნულ არეალში სხვა კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებიც მოექცა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განავითაროს, ხდება მესაკუთრისთვის ალტერნატიული სახელმწიფო ნაკვეთის შეთავაზება,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვას „ქართუ ჯგუფი“ დაეთანხმა და კუთვნილი მიწა გადაიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში.

„აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები