LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს

103
energia-idroelettrica-vantaggi-svantaggi-foto1-1000x480

ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, – ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორიაა, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს.

ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები