LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ინვესტორებს: აქ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კომპანია ერთ დღეში

64

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ”აბრეშუმის გზის ფორუმზე” ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. ქუმსიშვილმა დღევანდელ პანელზე განაცხადა, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის დაწყება.

“Moody’s რეიტინგში ჩვენი დონე ამაღლდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ჩვენს ქვეყანაში. ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ვართ მე-9 ადგილზე, ინვესტიციების თვალსაზრისით ვართ მე-13 ადგილზე. კერძო სექტორის დაბეგვრის კუთხით ვართ მე-9 ადგილზე. ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის დაწყება. შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კომპანია ერთ დღეში, 40 წუთში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი საბანკო ანგარიშები, არ არის საჭირო გადატვირთული ლიცენზიები. ანუ, თქვენ ბევრად უფრო ნაკლები დრო და ნაკლები თანხის დახარჯვა გესაჭიროებათ. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ინვესტიცია და შემდგომ, ჩვენი ქვეყნიდან უკან მიიღოთ თანხები ზედმეტი კონტროლის გარეშე. ჩვენ გვაქვს მხოლოდ 6 სახის გადასახადი. მოგესალმებით და გიწვევთ საქართველოში“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები აუცილებლად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას.

„ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმას ვანხორციელებთ. მინდა ეს რეფორმები დავყო ორ ნაწილად. რეფორმების პირველი ნაწილი დანაზოგებს უწყობს ხელს, რადგან დანაზოგები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე ნაწილი რეფორმების კი ეხება ნაყოფიერების, მრეწველობის ხელშეწყობას ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეფორმები აუცილებლად დაეხმარება ქვეყნის მდგრად განვითარებას. კაპიტალის ბაზრის განვითარება და მისი რეფორმა, საპენსიო, დანაზოგების, კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის, დეპოზიტების რეფორმა, ბანკროტთან დაკავშირებული ცვლილებები და რეფორმები, არის ერთ-ერთი საყრდენი ფინანსური მდგრადობისთვის“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები